გულშემატკივრების ( ფანების) ჩართულობა

პროგრამა ფოკუსირებულია გულშემატკივართა და სპორტული ორგანიზაციების ურთიერთქმედების მოდელებზე. კურსის ფარგლებში მონაწილეები ეუფლებიან სტრატეგიულ მიდგომებს ფანების ჩართულობის გასაზრდელად და გულშემატკივრის გამოცდილების (Fan Experience) ტრანსფორმაციისთვის, რაც სპორტის ინდუსტრიის განვითარების თანამედროვე სტანდარტებს ეფუძნება.

  • ხანგრძლივობა: 5 კვირა.
  • დაწყების თარიღი: 9 მარტი, 2026.
  • პროფესორის ვიზიტი (თბილისი): 9 მარტი – 13 მარტი, 2026.
  • ფორმატი: შერეული (თბილისი + ონლაინ).
  • ენა: ინგლისური.
  • სწავლის საფასური: €700.
  • სასწავლო გეგმის ძირითადი საკითხები:
    • Fan Engagement-ის ძირითადი კონცეფციები.
    • გულშემატკივრის ფსიქოლოგიის გაგება.
    • ჩართულობის სტრატეგიის შემუშავება.
    • ინდუსტრიის მიმდინარე და მომავალი ტრენდები.

დამატებითად აღმოაჩინეთ სასწავლო ტური ბარსელონაში!

თბილისის  სასწავლო კურსების გარდა , გთავაზობთ  შესაძლებლობას — სასწავლო ტურს ბარსელონაში. პროგრამა სპეციალურად მათთვისაა, ვისაც სურს ექსკლუზიური წვდომა მსოფლიო დონის სპორტულ ობიექტებზე და ცოდნის მიღება უშუალოდ ინდუსტრიის გულში.