რატომ ეს ტური
ეს არ არის უბრალო საგანმანათლებლო პროგრამა- ეს არის დიდი გამოცდილება.
ხუთი დღის განმავლობაში გათვალისწინებულია FC ბარსელონას, RCD Espanyol-ის და Circuit de Barcelona-Catalunya-ზე ვიზიტები.
დასწრება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სპორტულ ბიზნეს-კონფერენციზე – #SportBiz Europe – და ისაუბრებ ინდუსტრიის იმ ადამიანებთან, ვინც რეალურად მართავს კლუბებს, მედია არხებს და მსოფლიო დონის სპორტულ ღონისძიებებს.
პროგრამა განკუთვნილია სპორტული ინდუსტრიის მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის – კლუბების, ფედერაციების, სპონსორული და მარკეტინგული განყოფილებების ხელმძღვანელებისთვის -ვისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია ახალი კონტაქტების და გამოცდილების მიღება, როგორც სასწავლო მასალა.
ფასი – €1,750
ენა-ინგლისური
ვალუტა-ევრო
ფასში შედის:
- ავიაბილეთი თბილისი – სტამბული – ბარსელონა (და უკან)
- Study Trip-ის სრული პროგრამა Johan Cruyff Institute-თან ერთად
- ევროპული სერტიფიკატი კურსის დასრულების შემდეგ
- დასწრება #SportBiz Europe კონფერენციაზე — ერთ-ერთი წამყვანი სპორტული ბიზნეს-ივენთი ევროპაში
- ტრანსფერი ყველა ვიზიტზე
- ყავის შესვენებები და ლანჩები პროგრამის ფარგლებში
- Networking Cocktail Reception — დახურვის საღამო კურსდამთავრებულებთან და ინდუსტრიის სტუმრებთან ერთად
პროგრამა:
დღე 1 – ორშაბათი, 5 ოქტომბერი -მისალმება Johan Cruyff Institute-ში
- ვიზიტი FC Barcelona-ს სავარჯიშო ცენტრში (Ciutat Esportiva Joan Gamper)
- ვიზიტი იოჰან კრაიფის სტადიონზე. სწორედ იქ, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბის მთავარი გუნდი და ახალგაზრდული აკადემია ვარჯიშობს.
დღე 2 -სამშაბათი, 6 ოქტომბერი – RCD Espanyol და Circuit de Barcelona-Catalunya
- დილით ვიზიტი და ლექცია RCD Espanyol-ის კლუბში (ლა ლიგას გუნდი),
- შემდეგ Formula 1-ისა და MotoGP-ის მასპინძელ Circuit de Barcelona-Catalunya-ზე (მონტმელო) – ეს არის მოედანი 131,000 ადგილით, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საავტომობილო ტრასა მსოფლიოში.
- ლანჩი ტრასის რესტორანში.
დღე 3 – ოთხშაბათი, 7 ოქტომბერი – #SportBiz Europe კონფერენცია
მთელი დღე ეთმობა ევროპის წამყვან სპორტული ბიზნესის კონფერენციას და networking-ს საერთაშორისო პროფესიონალებთან, ინდუსტრიის უახლესი ტენდენციების, ინოვაციისა და ტრანსფორმაციის განხილვას.
სესიები ინგლისურ ენაზეა.
დღე 4 -ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი – არჩევანი: კონფერენცია ან FC Barcelona Museum + CF Badalona
- დილა- მონაწილეს არჩევანი აქვს: გააგრძელოს #SportBiz Europe-ზე დასწრება, ან ეწვიოს Spotify Camp Nou-სა და FC Barcelona-ს მუზეუმს.
- შუადღე- ვიზიტი CF Badalona-ს სტადიონზე, ისტორიულ კლუბში, რომელიც 2024 წელს M2A Sport Management-მა შეიძინა.
დღე 5 – პარასკევი, 9 ოქტომბერი – დახურვის დღე და დიპლომების გადაცემა
- დილა- ბოლო ლექციები (მონაცემთა ანალიტიკა სპორტში, სპორტული მედია)
- სერტიფიკატის გადაცემის ცერემონია
- Networking Cocktail Reception– ახალი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა.
პროგრამას უძღვებიან ინდუსტრიის აღიარებული სახელები:
-
- Jordi Viñas – Esade-ს MBA, სპორტის მენეჯმენტის კონსულტანტი და მკვლევარი
- Antonio Alegre – RCD Espanyol-ის გენერალური დირექტორის მოადგილე
- Raúl Peláez – Ailite-ის დამფუძნებელი, ყოფილი FC Barcelona-ს ანალიტიკის ხელმძღვანელი
- Teresa Carví – LaLigaTV International-ის საპროდუქციო დირექტორი
- Edgar Romero – F1® Barcelona-Catalunya GP-ის Hospitality & Partnership მენეჯერი
- Rodrigo Iglesias -AI & მონაცემთა მეცნიერების ხელმძღვანელი, Johan Cruyff Institute-ის ლექტორი