20 ივნისს, თბილისმა, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“, უპრეცედენტო მასშტაბის ღონისძიებას უმასპინძლა. იოჰან კრუიფის ინსტიტუტისა და ჯანო ბაგრატიონის სახელობის აკადემიის (JBS) თანამშრომლობით, საქართველოში პირველი სპორტული საგანმანათლებლო ფორუმი გაიმართა.
ფორუმმა ერთ სივრცეში გააერთიანა სპორტული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურები, ექსპერტები და ენთუზიასტები. დღის განმავლობაში მომხსენებლებმა განიხილეს სპორტის მენეჯმენტის უახლესი გლობალური ტრენდები, სტრატეგიული გეგმარება, სპორტული ფსიქოლოგია და მარკეტინგის ევოლუცია.
ფორუმის მთავარი სპიკერები იყვნენ:
ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო JBS აკადემიისა და იოჰან კრუიფის ინსტიტუტის სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს თანამშრომლობა ქართველი ახალგაზრდებისთვის ახალ ჰორიზონტებს ხსნის:
„ჩვენი მისიაა განათლების საშუალებით მოვამზადოთ მომავალი სპორტული ლიდერები. ეს ფორუმი იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს მზარდი სპორტული ეკოსისტემის განვითარებისთვის,“ – აღნიშნა ედგარ რომერომ.
ფორუმის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პარტნიორმა ბრენდმა „წყალი მთის“, რომელიც მუდმივად უჭერს მხარს სპორტულ ინიციატივებსა და საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
სპორტული განათლების ფორუმი 2025 გახდა საფუძველი ახალი პროფესიული სტანდარტების, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ქართულ სპორტულ ინდუსტრიას საერთაშორისო ასპარეზზე.