ჩვენ შესახებ

JBS Academy – ჯანო ბაგრატიონის სახელობის სკოლა და სპორტული აკადემია

JBS Academy თბილისში დაფუძნებული, პროგრესული საგანმანათლებლო და სპორტული პლატფორმაა. ჩვენი მიზანია ახალგაზრდების ჰოლისტიკური განვითარება, რომელიც აერთიანებს:

  • მაღალ ხარისხიან განათლებას
  • დინამიურ სპორტულ ვარჯიშებს
  • პიროვნულ ზრდასა და კეთილდღეობას

აკადემია შექმნილია ახალი თაობის მოთხოვნების განსაზღვრისა და სრულყოფილი განვითარებისთვის, რათა სტუდენტები ინტელექტუალურად, ფიზიკურად თუ ემოციურად განვითარდნენ და იყვნენ მზად წარმატებისთვის როგორც განათლებაში, ასევე პროფესიონალურ სპორტში

რას გთავაზობთ JBS Academy:

JBS SCHOOL-ჯეი ბი ეს სკოლა

JBS School- ვქმნით განათლების ახალ სტანდარტს საქართველოში — ერთიან მოდელს, სადაც აკადემიური ძლიერი პროგრამა, ყოველდღიური კეთილდღეობა და ასაკთან შესაბამისი ფიზიკური განვითარება ერთად უზრუნველყოფს გონების, სხეულის და ხასიათის ჰარმონიულ ზრდას. ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს გახდნენ თვითმართვადი, გამძლე და პასუხისმგებლიანი პიროვნებები, რომლებიც მზად არიან წარმატებისთვის სკოლაში, უნივერსიტეტში და ცხოვრებაში.

პროფესიონალური სასწავლო პროგრამები
ჩვენი პროგრამები ეფუძნება საერთაშორისო სპორტული განათლების სტანდარტებს და აერთიანებს პრაქტიკულ ვარჯიშებსა და თეორიულ ცოდნას, რათა თითოეულ სტუდენტს მიეცეს მაქსიმალური განვითარების შესაძლებლობა.

საერთაშორისო პარტნიორობები
JBS Academy აქტიურად თანამშრომლობს ცნობილი ინსტიტუტებთან, რაც სტუდენტებს აძლევს რეალურ გამოცდილებასა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას:

  • NBA Basketball School Georgia – მომავალი სპორტსმენები მონაწილეობენ ოფიციალურ პროგრამებში, რომელიც აძლიერებს ტექნიკურ უნარებს, ასწავლის გუნდურობას, დისციპლინასა და ლიდერობას.
  • Johan Cruyff Institute (JCI) – ცოდნა სპორტული მენეჯმენტის, ლიდერობისა და თანამედროვე სპორტული ინდუსტრიის მიმართულებით.
  • სპორტული საგანმანათლებლო ფორუმი – ყოველწლიური ფორუმი JCI-თან თანამშრომლობით, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს, სპორტის სპეციალისტებსა და გულშემატკივრებს. მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას, გამოავლინონ ტალანტი და შექმნან ახალი კავშირები. 

JBS Academy – სივრცე, სადაც განათლება სპორტი და პიროვნული ზრდა იკვეთება ერთ სივრცეში, და თითოეულ ახალგაზრდას ეძლევა შესაძლებლობა გახდეს საუკეთესო.